პოლიტიკა

უნივერსიტეტებთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლაშა ბაქრაძე უნივერსიტეტის კვოტების შემცირების თაობაზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას.  ამ გადაწყვეტილების მიზანი არა განათლების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ დიქტატურის გამყარებაა - აცხადებს ბაქრაძე.
52 წუთის წინ

უნივერსიტეტებთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლაშა ბაქრაძე უნივერსიტეტის კვოტების შემცირების თაობაზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას.

როგორც ბაქრაძემ  განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზანი არა განათლების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ დიქტატურის გამყარებაა.

„არანაირი კავშირი ამას განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან არ აქვს, არც უთქვამთ დაახლოებით მაინც, რას მოველით ამ „რეფორმის“ შედეგად, როგორ მდგომარეობაში იქნება ქართული უმაღლესი სასწავლებლები და სკოლები 5-10 წლის შემდეგ, არავითარი გეგმა არ არსებობს გარდა იმისა, რომ ამ წუთას რაც არის, ის განადგურდეს - რასაკვირველია, პირველ რიგში, ილიას უნივერსიტეტი განადგურდეს, რადგან ეს მათთვის ითვლება ლიბერალიზმის ბუდედ.

უნდათ თავისუფლების ადგილი განადგურდეს, სადაც ადამიანებს ასწავლიან თავისუფალ აზროვნებას. როგორც დიქტატორებისთვის არის დამახასიათებელი, მათი მიზანი არის, შეიქმნას პროფესორ-მასწავლებლებში ერთგულება პარტიის გენერალური ხაზისადმი, რომ არსად ისმოდეს თავისუფალი ხმა, რასაც ჩვენ ყველგან ვხედავთ. ეს არის იმ დიდი მოზაიკის ნაწილი მხოლოდ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მიმდინარეობს თავისუფალი, დემოკრატიული ინსტიტუტების დიდი ნგრევა, იმ ინსტიტუტების, რომლის იმედი გვქონდა, რომ ჩვენი განვითარების მომავალი იქნებოდა. ახლა ამ ყველაფრის ნგრევა და განადგურება მიმდინარეობს“,-განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები