თურქეთში ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, დაშავებულია 18 ადამიანი

თურქეთში, თუნჯელში ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, დაშავებულია 18 ადამიანი – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა ტუნჯელი-ერზინჯანის საავტომობილო გზაზე მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. დაშავებულები ტუნჯელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.v

203 ნახვა
desktop
mobile catfish