თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, „დეზერტირების ბაზრობის“ მიმდებარედ, ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლიკვიდირებულია და მეხანძრე-მაშველები მხრჩოლავ კერებს ამუშავებენ.

სამსახურმა ინფორმაცია ერთი დაშავებული ადამიანის შესახებ მიიღო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი სასხვენო გადახურვაში გაჩნდა.

281 ნახვა
desktop
mobile catfish