გიორგი ვოლსკი: ევროინტეგრაციას ვერ წაადგება დესტაბილიზაციის პროცესი, რითაც ტექნიკური მთავრობის იდეის მატარებელნი გვემუქრებიან

მადლობა 218 ევროპარლამენტარს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მხარი არ დაუჭირეს იმ მავნებლურ რეზოლუციას, რომელიც კუბილიუსისა და მისი თანამოაზრეების ძალისხმევით იყო მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საფუძვლიანი შეგრძნება არსებობს, რომ ამ რეზოლუციით რევოლუციური პროცესის გარდაუვალობის განცდა უნდა გაეძლიერებინათ.

„ამ ყველაფერმა კონფრონტაციის პლატფორმა შექმნა და ხელი შეუწყო ქვეყანაში არათუ დეპოლარიზაციას, არამედ დაპირისპირებას. საფუძვლიანი შეგრძნება არსებობს, რომ ამ რეზოლუციით რევოლუციური პროცესის გარდაუვალობის განცდა უნდა გაეძლიერებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. რა თქმა უნდა, ანდრიუს კუბილიუსი განცხადებებს აკეთებს და უკან ვერ დაიხევს, რადგან წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა მან და სხვამაც, ვისაც საქართველოსთვის არანაირი სიკეთე არ უნდათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე განცხადებით, ტექნიკური მთავრობა საქართველოსთვის წარმატების მომტანი ვერ იქნება, არამედ ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში დესტაბილიზაციას. მისივე თქმით, საზოგადოების უდიდეს ნაწილის სურს ევროინტეგრაცია, რასაც არანაირად არ წაადგება დესტაბილიზაციის პროცესი.

„ტექნიკური მთავრობა ისეთი მითია, რასაც არათუ რაიმე წარმატება შეიძლება, ჰქონდეს საქართველოსთვის, არამედ შეიძლება, ის გზა გააგრძელოს, რასაც დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქვია. ეს არ და ვერ მოხდება, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, 85 პროცენტზე მეტისთვის ევროინტეგრაცია საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ამ პროცესს კი, ვერანაირად ვერ მოუხდება დესტაბილიზაციის პროცესი, რითაც გვემუქრებიან ტექნიკური მთავრობის იდეის მატარებელი ადამიანები“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

522 ნახვა
desktop
mobile catfish