პოლიტიკა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  პუტინს მიმართავს
53 წუთის წინ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინს მიმართავს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს 15 მაისს სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად შეხვდეს.

"ამ შაბათ-კვირას ჩვენ ძალისა და ევროპული ერთიანობის მოწმენი გავხდით - ერთსულოვანი მოწოდებით უპირობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ, რასაც აშშ მხარს უჭერს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოიყენა შესაძლებლობა და გამოთქვა სტამბოლში პირადად ჩასვლის ინიციატივა. ახლა ჩვენ მოვუწოდებთ ვლადიმერ პუტინს, ასევე დათანხმდეს ამას. ნათელია, რომ ცეცხლის შეწყვეტის გარეშე არ იქნება არანაირი მოლაპარაკებები სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის შესახებ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ვაწარმოოთ მშვიდობიანი მოლაპარაკებები უპილოტო საფრენი აპარატებისა და დაბომბვის ქვეშ", - თქვა ჟან-ნოელ ბარომ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები