აქცია ატენში-ადგილობრივებმა სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტეს

ამ წუთებში ატენის მოსახლეობა აქციას მართავს.  ადგილობრივებმა სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტეს.  ისინი გზის დროულ რეაბილიტაციას ითხოვენ. ამბობენ რომ თუ  პრობლემა არ მოგვარდა ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. მოსახლეობასთან შესახვედრად იმ კომპანიის წარმომადგენელი მივიდა რომელიც  ატენის-ბოშურის გზის სარეაბილიტაციო სამუშაობს აწარმოებს, იოსებ მაკრახიძის თქმით, ის იღებს ვალდებულებას აღნიშნული მონაკვეთის მორწყვა ყოველდღიურად მოახდინოს, სანამ გზა დაიგება. მაკრახიძე ადგილობრივებს დაპირდა რომ 3 დღეში დაიწყება ბეტონის საფარის დაგება. ის გაჭიანურებულ სამუშაოებს  საწვავისა და სხვა სამშენებლო  მასალის გაძვირებით ხსნის. შეგახსენებთ რომ  ატენი-ბოშურის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციას სავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

893 ნახვა
desktop
mobile catfish