სოსო გოგაშვილის მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი: 4-5 თვის წინ, ეპისკოპოსი იაკობი იყო მოსული, მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო

თუ არ ვცდები, 4-5 თვის წინ, ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი იყო მოსული. ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოდბელმა ეპისკოპოსმა დაასახელა გვარები, ვინც სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.

„თუ არ ვცდები, 4-5 თვის წინ, ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი იყო მოსული. ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო და ეს მოდის ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ივანიშვილიო – ეს სამი გვარი დაასახელა. ახლა მე ვრწმუნდები, რომ ნამდვილად, ის ვერ მოხერხდა, რომ ჩვენი ლიკვიდაცია, ასე ჩავეცხრილეთ, თუმცა რა წუხელ მოხდა, ჩემთვის ის იყო ლიკვიდაცია“,- განაცხადა გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა – საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

297 ნახვა
desktop
mobile catfish