პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გირაოსთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებაზე - ეტყობა, რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის
26 წუთის წინ

შალვა პაპუაშვილი გირაოსთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებაზე - ეტყობა, რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის

ეტყობა, რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის,- ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება, არ გადაიხადოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო.

პაპუაშვილის თქმით, ხოშტარიას 5000 ლარი რომ გაემეტებინა, ის მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს.

„მას რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან 0,001% საქართველოს ბიუჯეტისთვის გაემეტებინა, ის 5000 ლარი მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ მას ეს რუსული ბიუჯეტიდან მიღებული ფული, ეტყობა, ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რეგიონი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები