დიმიტრი პესკოვი – რუსეთის შეიარაღებული ძალები მოქმედებენ ძალიან ფრთხილად, იყენებენ მაღალი სიზუსტის იარაღს, გამორიცხავენ რაიმე სახის დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული ჯარი უკრაინაში „ძალიან ფრთხილად“ მუშაობს.

ირანის სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიასთან ინტერვიუში პესკოვმა გამორიცხა თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ რაიმე მკაფიო დროითი ჩარჩოები რუსეთის სამხედრო ოპერაციას უკრაინაში არ აქვს, რადგან უფრო მნიშვნელოვანი „ოპერაციის შესრულების ეფექტურობაა“.

„შეიარაღებული ძალები მოქმედებენ ძალიან ფრთხილად, იყენებენ მაღალი სიზუსტის იარაღს, გამორიცხავენ რაიმე სახის დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“,- განაცხადა პესკოვმა.

203 ნახვა
desktop
mobile catfish