კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

ცნობილი ქართველი მოჭიდავის გენო პეტრიაშვილის უმცროსი ძმა, კონსტანტინე პეტრიაშვილი (68კგ) და ლუკა კვატაშიძე (75კგ) თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

15-წლამდე მოჭიდავეთა კონტინენტის პირველობის ფინალში პეტრიაშვილმა უნგრელი მარკ მატიას ლაპოსა დაამარცხა და შეჯიბრის გამარჯვებული გახდა, კვატაშიძემ კი პირველი ადგილისთვის სომეხ საჰაკ ჰოვჰანისიანს სძლია.

ტურნირზე გიორგი მაისურაძემ (44 კგ) რუმინელი ალექსანდრუ ანდრეი მინეა დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე მესამე ადგილზე გავიდა მათე ცინაძეც (41 კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ბაიასანგურ ბიტმურზაევი დაამარცხა.

456 ნახვა
desktop
mobile catfish