2022 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტი 2.3-ჯერ შემცირდა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ 17 592 ტონა 26 მლნ ლარის ზეთი იყიდა, წელს ქვეყანაში 7 385 ტონა 13.9 მლნ ლარის პროდუქტი შემოვიდა.
,,ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ ხუთი ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველომ 2022 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი მზესუმზირის ზეთი იყიდა:
- რუსეთი – 10,2 მლნ აშშ დოლარის 5,489 ტონა
- აზერბაიჯანი – 2,7 მლნ აშშ დოლარის 1,404 ტონა
- უკრაინა – 469 ათასი აშშ დოლარის 258.6 ტონა
- ყაზახეთი -273.6 ათასი აშშ დოლარის ტონა
- თურქეთი – 109.8 ათასი აშშ დოლარის 47.3 ტონა
შეგახსენებთ, რომ 1 ივნისიდან რუსეთმა მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი 372.2 დოლარიდან 525 დოლარამდე გაზარდა.
726 ნახვა