სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა იზრდება

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 150-დან 300 ლარამდე იზრდება. დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა კი 50 ლარის ნაცვლად, 500 ლარით დაისჯება. სანქცია წესდება ხმაურის გამომწვევი მანქანების წინააღმდეგაც. ამ შემთხვევაში, ჯარიმა 100 ლარი იქნება, მართვის მოწმობას კი 10 ქულა მოაკლდება. კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

586 ნახვა
desktop
mobile catfish