ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

25 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.69 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7917 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 0.78 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8534 ლარი გახდა.

1.77-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3606 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.11 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.65 თეთრი გახდა.

903 ნახვა
desktop
mobile catfish