რუსთავში ქალი გააუპატიურეს

რუსთავში ქალი გააუპატიურეს.

ინფო რუსთავი“-ს ინფორმაციით, შარტავას ქუჩის მიმდებარე ქუჩაზე, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, ქალს ყოფილი ქმარი ეწვია.

არსებული ინფორმაციით მათ შორის მოხდა კამათი რა დროსაც ყოფილმა ქმარმა ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

ფაქტის შესახებ პოლიციისთვის გახდა ცნობილი, რის შემდეგაც მამაკაცი მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 137-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

504 ნახვა
desktop
mobile catfish