6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტს დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები 35.2%-ით გაეზარდა

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით დაახლოებით 6,769 მლრდ ლარი შევიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.2%-ით, ანუ 1,164 მლრდ ლარით მეტია.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლებს კონკრეტული გადასახადების მიხედვით, 2022 წლის 6 თვეში საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტმა დაახლოებით 2,259 მლრდ ლარი მიიღო, მოგების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 1,139 მლრდ ლარი შეადგინა. იანვარ-ივნისში ბიუჯეტმა დამატებითი ღირებულების გადასახადიდან (დღგ) ყველაზე მეტი 2,749 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში დაახლოებით 774 მლნ ლარი შევიდა, ხოლო იმპორტის გადასახადიდან 2022 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტში 52 მლნ ლარი შევიდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადიდან შესული თანხები წინა წლის ანალოგიურ პერიოდს დაახლოებით 573 მლნ ლარით აღემატება. ეკონომიკის ზრდასთან ერთად ამ ყველაფრის გამომწვევი ერთ-ერთი თავარი მიზეზი ინფლაციაა, რომლის პირობებშიც დღგ-ს ტვირთი იზრდება. მიმდინარე წელს საგადასახადო შემოსავლების მატების მთავარი მიზეზი საშემოსავლოს, მოგებისა და დღგ-ს გადასახადებიდან გაზრდილი შემოსავლებია.

136 ნახვა
desktop
mobile catfish