პოლიტიკა

არარატ მირზოიანი - ჩვენი რეგიონი ნამდვილად შეძლებს გადაიქცეს გზაჯვარედინად, სომხურ-ქართული მეგობრობა დიდი კავშირების შესაძლებლობას გვაძლევს - ამასთან, საქართველოს მალე სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა
30 წუთის წინ

არარატ მირზოიანი - ჩვენი რეგიონი ნამდვილად შეძლებს გადაიქცეს გზაჯვარედინად, სომხურ-ქართული მეგობრობა დიდი კავშირების შესაძლებლობას გვაძლევს - ამასთან, საქართველოს მალე სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

ჩვენი ყოველი ქვეყანა, ცალკე რეგიონი, სამხრეთ კავკასია, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი, დაკავშირებული უნდა იყოს ერთმანეთთან და სხვა რეგიონებთან კავშირი გაამყაროს - ამ კონტექსტში სიახლე არ არის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი, ჩვენი რეგიონი ნამდვილად შეძლებს გადაიქცეს გზაჯვარედინად, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზით მყოფმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სომხეთის ხედვა ასეთია - მთელ მსოფლიოსთან ჰქონდეს კავშირი.

„ქალბატონო მინისტრო, საყვარელო მაკა, მოხარული ვარ, თბილისში დაბრუნებისთვის ამჯერად უკვე ოფიციალური ვიზიტით. მადლობას მოვახსენებ ქალბატონ მაკას თბილი, ტრადიციული მიღებისთვის.

როგორც ჩემმა პატივცემულმა კოლეგამ აღნიშნა, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრები. წინა თვეში, თბილისში იყო სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზის“ ფორუმში. საქართველო მალე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა. ჩვენს უწყებებს შორის ურთიერთობა ყოველდღიურია და მოიცავს ყველა სფეროს, ეკონომიკიდან უსაფრთხოებამდე, განათლებიდან კულტურამდე, ასევე ადამიანთა შორის ურთიერთობებს, კავშირებს, ვიზიტებს. შევჩერდები ერთ მიმართულებაზე, რომელიც თანამედროვეობაში დიდი მნიშვნელობას იღებს, მოითხოვს უფრო დიდ ყურადღებას - ეს ურთიერთ დაკავშირებადობაა. როდესაც ვამბობ, ურთიერთ დაკავშირებადობას, ვგულისხმობ, როგორც მაკრო, ისე მიკრო დონეებს, რეგიონში გზების გახსნას სომხეთსა და საქართველოს შორის, ეკონომიკურ კავშირებს მიკრო დონეზე, ადამიანთა შორის ურთიერთ დაკავშირება სამუშაოს, ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროში. ამ ურთიერთ დაკავშირებადობას დიდი მოთხოვნილება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ყოველი ქვეყანა, ცალკე რეგიონი, სამხრეთ კავკასია, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი, დაკავშირებული უნდა იყოს ერთმანეთთან და სხვა რეგიონებთან კავშირი გაამყაროს. ამ კონტექსტში სიახლე არ არის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოში წარმოადგინა ეს პროექტი. მშვიდობა, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ს პრეზიდენტის თანხლებით, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. ჩვენი რეგიონი ნამდვილად შეძლებს გადაიქცეს გზაჯვარედინად - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ინფრასტრუქტურების განბლოკვა, სომხეთის ტერიტორიაზე ტრამპის გზა, საერთაშორისო განვითარების პროგრამის, ტერიტორიულ მთლიანობასა და სხვადასხვა პრინციპებზე დაყრდნობით გვაძლევს ბევრი წინსვლის შესაძლებლობას და ამის შედეგად დამყარდება სიმშვიდე. ეს სიმშვიდეს შექმნის სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაში, დაკავშირდება სპარსეთის ყურესთან, ქართული რკინიგზის გამოყენებით ევროპა-ცენტრალური აზია დაუკავშირდება ერთმანეთს. სომხეთის ხედვა ასეთია, რომ მთელ მსოფლიოსთან გვქონდეს კავშირი. სომხურ-ქართული ტრადიციული მეგობრობა დიდი კავშირების შესაძლებლობას გვაძლევს და ამას შეუძლია ხელი შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობით უნდა შევძლოთ ურთიერთ დაკავშირებადობა და უფრო გავაღრმაოთ. კოლეგასთან ერთად განვიხილეთ ეს მიდგომა და ვფიქრობ, არის ორმხრივი ურთიერთსასარგებლო გაგება“,- განაცხადა არარატ მირზოიანმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განხილეს ბიზნეს წრეების საკითხებიც, რომელშიც მიაღწევენ შეთანხმებას.

„ჩვენს ხალხებს შორის კავშირი გამოიხატება ასევე კულტურის სფეროში, სომხეთში და საქართველოში კულტურის დღეების ჩატარებას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების პარალელურად ხაზგასასმელია ჩვენს უწყებებს, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთობა

ვისაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ. მომდევნო წელს, გაზაფხულზე ვიქნებით ევროპული პოლიტიკური წრეების სამიტზე“, - განაცხადა არარატ მირზოიანმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები