ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია გამოქვეყნდა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია გამოქვეყნდა. ამ თანამდებობის დაკავება რევაზ ეგაძეს, გიორგი კალანდარიშვილს, გიორგი შაიშმელაშვილს, ნანული ბებიასა და თამარ ალფაიძეს სურთ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები არიან: ქრისტინე ქაჯაია, სიმონ პარუნაშვილი, ლევან ისაკაძე, თამაზ ფოლადაშვილი, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კანდიდატების ბიოგრაფიების გაცნობა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

267 ნახვა
desktop
mobile catfish