ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა.

როგორც, შინაგან საქმეთა სამინისტროში imedinews-ს განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

354 ნახვა
desktop
mobile catfish