პოლიტიკა

ესენი არიან ტელეარხები, რომლებიც ავრცელებენ ძალიან მცირე ახალ ამბავს და რომლებიც, ძირითადად, ავრცელებენ პროპაგანდას. ისინი ავრცელებენ ნარატივს, რომელიც საკმაოდ ახლოსაა რუსულ ნარატივთან, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დიდი ბრიტანეთის მიერ  „იმედისა“ და POSTV-ისთვის სანქციების დაწესების კომენტირებისას განაცხადა.
12 საათის წინ

ესენი არიან ტელეარხები, რომლებიც ავრცელებენ ძალიან მცირე ახალ ამბავს და რომლებიც, ძირითადად, ავრცელებენ პროპაგანდას. ისინი ავრცელებენ ნარატივს, რომელიც საკმაოდ ახლოსაა რუსულ ნარატივთან, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დიდი ბრიტანეთის მიერ  „იმედისა“ და POSTV-ისთვის სანქციების დაწესების კომენტირებისას განაცხადა.

ჩემი აქ ყოფნის პერიოდში შევნიშნე, რომ ესენი არიან ტელეარხები, რომლებიც ავრცელებენ ძალიან მცირე ახალ ამბავს და რომლებიც, ძირითადად, ავრცელებენ პროპაგანდას. ისინი ავრცელებენ ნარატივს, რომელიც საკმაოდ ახლოსაა რუსულ ნარატივთან, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და POSTV-ისთვის სანქციების დაწესების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გავიგე. შევამოწმე ჩემი ტელეფონი და ვნახე, რომ „იმედი“ და POSTV გაერთიანებული სამეფოს მიერ დღეს გავრცელებული სანქციების პაკეტის ნაწილი არიან. ეს გაერთიანებული სამეფოს საქმეა და ამიტომ მხოლოდ მცირე კომენტარით შემოვიფარგლები. ზუსტად არ ვიცი, რას გულისხმობს, რას ნიშნავს ამ ორი არხისთვის, მაგრამ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში შევნიშნე, რომ ესენი არიან ტელეარხები, რომლებიც ავრცელებენ ძალიან მცირე ახალ ამბავს და რომლებიც, ძირითადად, ავრცელებენ პროპაგანდას. ისინი ავრცელებენ ნარატივს, რომელიც საკმაოდ ახლოსაა რუსულ ნარატივთან. ჩვენ ამ პანელზე განვიხილეთ, რომ დეზინფორმაცია უკრაინაში რუსეთის აგრესიის ნაწილია. ისინი ცრუობენ იმ მიზეზთან დაკავშირებით, რის გამოც ეს სამხედრო აგრესია დაიწყო, ისინი ცრუობენ, რომ რუსეთი აუცილებლად მოიგებს ომს, რაც ასე არ არის და რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. ისინი ცრუობენ გერმანიის შესახებ, ცრუობენ ევროკავშირის შესახებ, ცრუობენ გაერთიანებული სამეფოს, დასავლეთის შესახებ. საინტერესოა ევროკავშირთან დაკავშირებით, როდესაც საქართველო აცხადებს, რომ სურს გაწევრიანება, ყოველ ჯერზე, ყოველ დღე, ისინი უხსნიან „იმედისა“ და POSTV-ის მაყურებელს, რომ ევროკავშირი საშინელია. აი, ეს არის რისი თქმაც მსურს ამ პროპაგანდისტული ტელეარხების შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა.

კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ მსგავსი სანქციები მომავალში ევროკავშირმაც დააწესოს, ელჩმა უპასუხა: „ჩვენც მივიღეთ სანქციები უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ, ასე რომ ვცდილობთ, მივიღოთ საპასუხო ზომები დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც ყოველ დღე ძალიან ძლიერი, ძალიან აგრესიულია“.

„რუსეთთან დაკავშირებული ქსელები ცდილობენ ჩვენი საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრას, ჩემი საზოგადოებისთვის, რომელშიც მე ვცხოვრობ. სწორედ ამიტომ, მე, როგორც მოქალაქეს არ მომწონს ეს. ასე რომ, თეორიულად ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ფიშერმა.

მან კომენტარი გააკეთა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზეც, რომელშიც ყულევის პორტზეც არის საუბარი და აღნიშნა, რომ მის დამტკიცებას ხელი მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ ვეტოს უფლების გამოყენებამ შეუშალა.

„გუშინ ევროკავშირმა წარადგინა საკანონმდებლო წინადადება, საბოლოო სამართლებრივი ტექსტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის დასამტკიცებლად, სახელწოდებით სანქციების მე-20 პაკეტი და ყულევის პორტი მის ნაწილს წარმოადგენდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის ვერ მიიღეს, არის ის, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა გამოიყენეს ვეტო, რაც გერმანიის თვალსაზრისით ძალიან იმედგამაცრუებელია. როდესაც ჩვენ წარვადგინეთ სანქციების შესახებ საკანონმდებლო ტექსტი, ყველა სანქციას თან ახლდა მტკიცებულებების პაკეტი. ასე რომ, ჩვენი ტექსტი დასრულებულია და ჩვენი მტკიცებულებების პაკეტიც დასრულებულია და წარდგენილია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის განსახილველად. გუშინ ის არ მიიღეს. ევროკავშირი მოლაპარაკების დიდი მანქანაა, ამიტომ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს და ვნახოთ, სად წავა“, - აღნიშნა ელჩმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები