პარაპლანით ფრენები შეჩერდება – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანით ფრენები შეჩერდება, ვიდრე, რეგულაციები არ გამკაცრდება. როგორც გუდაურში, ტრაგედიის ადგილზე მყოფმა მინისტრმა განაცხადა, ლიცენზიები მხოლოდ პროფესიონალებზე უნდა გაიცეს.,,პარაპლანით ფრენები, დიდი პრობლემაა, ნამდვილად, გიდასტურებთ. კვირა არ გავა რომ არ მოხდეს, სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. არის დაღუპვის ფაქტებიც და ალბათ, უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არის ძალიან რთული. არ ვიცი, რატომ ხდება ასე ხშირად აქ პარაპლანების ჩამოვარდნა, არ ვიცი, ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები, ეს ლიცენზიაც როგორ გაიცემა, საინტერესოა ყველაფერი და ამასაც ჩავყვებით აუცილებლად.ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს პარაპლანებით ფრენა და შესწავლის შემდეგ, გაიცეს ლიცენზია, პროფესიონალებზე. ამ დღეებში, სანამ პასუხი არ გვეცოდინება, შეჩერდება”, –განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

297 ნახვა
desktop
mobile catfish