“ქვეყანაში უმძიმესი წუთებია!” – სალომე ზურაბიშვილი გუდაურში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუდაურში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.როგორც პრეზიდენტი წერს, ყველას თავდადება გმირობის ტოლფასია.„ქვეყანაში უმძიმესი წუთებია!სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს!გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.ინფორმაციისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

217 ნახვა
desktop
mobile catfish