პოლიტიკა

ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთის'' მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთის'' მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთი'' მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რომ ნუ გაწირავს თავისუფალ მედიას, პოლიტიკური შურისძიებისთვის!.

 

,,მიზანმიმართული შურისძიება „თრიალეთზე“ — ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიას ხურავს!

ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიერ გაშუქებულმა ინფორმაციამ — კერძოდ, უშიშროების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის, გორელი, ანრი ოხანაშვილის მიერ, საკუთარი მეჯვარის, კოტე ბუზალაძის გორის მერად დანიშვნის შესახებ — პოლიტიკური შურისძიება გამოიწვია.
ამის პასუხად, ხელისუფლებამ, ტელეკომპანიას 10-15 წლის წინანდელ საგადასახადო დავალიანებაზე, ინკასო დაუწესა.
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ზღუდავს ტელე-რადიო კომპანიის საქმიანობას და საფრთხის ქვეშ აყენებს მაუწყებლობის გაგრძელებას.
ტელეკომპანია ვეღარ შეძლებს ელექტროენერგიის, ინტერნეტის, სიგნალის გავრცელების თანხის და ხელფასების გადახდას და შედეგი იქნება, როგორც ტელევიზიის, ისე რადიოს მაუწყებლობის გაჩერება.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობას იძლევა. ეს გულისხმობს, არა მედიასაშუალების დახურვას, არამედ მისთვის გონივრული ვადების მიცემას, დავალიანების ეტაპობრივად დასაფარად.
არსებობს სხვა მექანიზმებიც, რომლებიც ბიზნესის დახურვას კი არ ემსახურება, არამედ მის გადარჩენასა და განვითარებას.
ჩვენ არ ვითხოვთ შეწყალებას!
ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ სამართლიანობას — მოგვეცით შესაძლებლობა, ვიმუშაოთ და დავფაროთ დავალიანება კანონის ფარგლებში!
ნუ შეწყვიტავთ ჩვენს მაუწყებლობას, იმ სიუჟეტებისა და ინტერვიუების გამო, რომლებიც ჩვენს ეთერში გავიდა!
ნუ ისჯება „თრიალეთი“ თავისუფალი სიტყვისთვის!
ნუ დახურავთ 35 წლის ტელევიზიას, რომელიც პირველი იყო, ვინც მხარი დაგიჭირათ და, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა!
იმ დროს, თქვენც ხომ უჭერდით მხარს მედიის თავისუფლებას!
მივმართავთ, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს:
ნუ დაგვხურავთ!
მოგვეცით გონივრული ვადა ვალის გადასახდელად!
ნუ გაწირავთ თავისუფალ მედიას, პოლიტიკური შურისძიებისთვის!'' - წერია ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთის'' აღმასრულებელი დირექტორის, ბადრი ნანეტაშვილის განცხადებაში. 

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები