დიმიტრი პესკოვი – რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს “ბაირაქტარის” რუსეთში შესაძლო წარმოების ან თურქეთისგან შეძენის საკითხი არ განუხილავთ

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს უპილოტო საფრენი აპარატი “ბაირაქტარის” რუსეთში შესაძლო წარმოების ან თურქეთისგან შეძენის საკითხი არ განუხილავთ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

როგორც მედია წერს, ორი კვირის წინ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მთავრობა უმაღლეს რადას უკრაინასა და თურქეთს შორის მაღალტექნოლოგიური, საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიების თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებისთვის კანონპროექტს გაუგზავნის.

„სხვა საკითხებთან ერთად, ეს [შეთანხმება] უკრაინაში ქარხნის აშენებას გახდის შესაძლებელს „ბაირაქტარის“ ცნობილი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და მომსახურებისთვის“, – აღნიშნა შმიგალმა.

182 ნახვა
desktop
mobile catfish