პოლიტიკა

ქართული პროპაგანდისტული არხების წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ ავრცელებს.  ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ სანქციების დაწესების შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება.
37 წუთის წინ

ქართული პროპაგანდისტული არხების წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სანქციები დაუწესოს ქართულ საინფორმაციო არხებს „იმედსა“ და „PostTV“-ის რუსული სამხედრო მანქანის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელებისთვის, მნიშვნელოვან და აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს გზავნილია იმისა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გავლენის ოპერაციები საქართველოს მიერ ძნელად მოპოვებული დემოკრატიის ჩამოშლაში პირდაპირ როლს თამაშობს. მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. საქართველო რეჟიმის ხელშემწყობი პირების მცირე ჯგუფის მიერ კლეპტოკრატიისკენ მიექანება, ამ პროცესში ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ კიდევ უფრო მეტად ხვდება და სანქციები აღნიშნულ რეალობას უნდა ასახავდეს“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთის“ დირექტორი პოლიტიკის საკითხებში, დანკან ჰეიმსი.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ სანქციების დაწესების შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება.

„დიდმა ბრიტანეთმა რეჟიმის ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს: მათი აქტივები გაყინოს, დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე მათი წვდომა შეზღუდოს და უზრუნველყოს, რომ ისინი ლონდონს თავშესაფრად ვერ გამოიყენებენ, როდესაც საბოლოოდ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, - აღნიშნავს ჰეიმსი.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები