პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი ყოველ დილას ფიქრით იწყებს: დღეს ვის რა ვავნო - რატომ დამაბრუნეს ჯალათებთან? ჩემი მომხრეების დაშინება უნდათ და ამასთან, ეს გზავნილია დასავლეთისთვის - ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და მანადგურებენ მეც
43 წუთის წინ

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი ყოველ დილას ფიქრით იწყებს: დღეს ვის რა ვავნო - რატომ დამაბრუნეს ჯალათებთან? ჩემი მომხრეების დაშინება უნდათ და ამასთან, ეს გზავნილია დასავლეთისთვის - ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და მანადგურებენ მეც

ივანიშვილი ყოველ დილას აკვიატებული ფიქრით იწყებს, აბა, დღეს ვის რა ვავნო - ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც,- ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მისმა ადვოკატმა ვახო ბარაბაშვილმა ჟურნალისტებს გააცნო.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ეს ყველაფერი მოსკოვთან არის შეთანხმებული.

„ივანიშვილი ყოველ დილას აკვიატებული ფიქრით იწყებს, აბა, დღეს ვის რა ვავნო. ამჯერად, გუშინ მე დამაბრუნა დილეგში. რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე გადმომიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც 2022 წლის მარტში მომწამლეს. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი. მადლობა "ვივამედის" იმ ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლისთვის. ამდენი პატიმრისა და უბედურების ფონზე, არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიას. რატომ დამაბრუნეს ახლა ჯალათებთან? სწორედ იმიტომ, რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორე, ეს კონკრეტულ გზავნილს უგზავნის დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების და ახლა ამ ნაბიჯით ევროპელებსა და ამერიკელებს ეუბნება, რომ ეს დაპირება, როგორც ყველა სხვა, ძალაში აღარაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მოსკოვთან არის შეთანხმებული. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის, პოსტსაბჭოთა სივრცეში, მე ვარ ყველაზე წარმატებული რეფორმებისა და ასევე, საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო.

ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც.

დღეს მინდა ადამიანებს ვუთხრა ის, რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი, არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. დიდება თავისუფლებას",- წერს მიხეილ სააკაშვილი.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები