პოლიტიკა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ახალ უფროსად სერგი ბზიშვილი დაინიშნა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ახალ უფროსად სერგი ბზიშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ პირველ მოადგილე როინ მესხთან ერთად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა და თანამშრომლებს ახალი დირექტორი, სერგი ბზიშვილი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერგი ბზიშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე კახა მურადაშვილი შეცვალა, რომელიც თავის მხრივ, საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე განაგრძობს.

გეკა გელაძემ პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. გეკა გელაძემ სამართალდამცველებს რეგიონში მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

სერგი ბზიშვილს ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები