პოლიტიკა

BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში ექიმი გოგი ჩახუნაშვილიც დაიბარეს. ამის შესახებ „ფეისბუქზე“ მისი შვილი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი წერს.
48 წამის წინ

BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში ექიმი გოგი ჩახუნაშვილიც დაიბარეს. ამის შესახებ „ფეისბუქზე“ მისი შვილი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი წერს.

„მამაჩემიც დაიბარეს, დღეს ჩაბარდება უწყება“, - წერს კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

BBC-ის მიერ მომზადებულ მასლასთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსასამართლის თანდასწრებით გამოძიების კითხვებს უპასუხა თავად კონსტანტინე ჩახუნაშვილმა. მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პასუხობს, ამ წუთებში, გამოძიების კითხვებს მისი ძმა დავით ჩახუნაშვილი.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტე” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები