ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებისთვის და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება.

მისივე თქმით, მეორე ეტაპზე რეფერენტული ფასები მთლიანად ბაზარზე გავრცელდება და მოლეკულების დონეზე/ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება.

მინისტრის განცხადებით, პროგრამის დანერგვაში უცხოელი ექსპერტები გვეხმარებიან.

„ჩვენ ერთად უცხოელი ექსპერტები მუშაობენ, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში ამ პროექტის წარმატებით დანერგვაში ჩართულები იყვნენ. ეს ექსპერტები წინა კვირაში მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ. ზუსტად მათი რეკომენდაციებით ხდება რეფერენტული ქვეყნის შერჩევა. ქვეყნები განისაზღვრება, როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ეკონომიკური სხვადასხვა პარამეტრებიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობიდან და ბევრი სხვადასხვა ნიუანსია გათვალისწინებული. საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა უკვე შერჩეულია, რამდენი დარჩება აქედან არ ვიცი და ნურც ამ ქვეყნების დასახელებას მომთხოვთ. ამ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები იქნება ჩვენთვის ის რეფერენტული ფასი, სადაც ტრანსპორტირების სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების გათვალისწინებით, ასევე „რითეილის მარჟის“ გათვალისწინებით იქნება ის მაქსიმუმი ფასი მედიკამენტებზე, აქტიურ ნივთიერებებზე, მოლეკულებზე, ასე ვთქვათ, რაც შეეძლება რომ საცალო ქსელში მედიკამენტს ჰქონდეს.

ჩვენ იმდენად ოპერატიულად მივყვებით, როგორც დაგეგმილი გვქონდა, რომ უკვე მომდევნო წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებისთვის და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის უკვე გვექნება ეს რეფერენტული ფასები და პირველ ეტაპზე, ეს საპილოტე რეჟიმში გაეშვება. ხოლო მეორე ეტაპზე, მთლიანად ბაზარზე გავრცელდება და მოლეკულების დონეზე ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

353 ნახვა
desktop
mobile catfish