მედია – პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა რუსი მოგზაურებისთვის თავიანთ ტერიტორიებზე შესვლის აკრძალვას განიხილავენ

პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა აცხადებენ, რომ განიხილავენ რუსი მოგზაურებისთვის თავიანთი ქვეყნების ტერიტორიებზე შესვლის აკრძალვის დაწესებას იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ამას ვერ გააკეთებს.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის მოსაზღვრე ოთხი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2007 წელს ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაფორმებული სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერება „აუცილებელი პირველი ნაბიჯია“.

„მაგრამ ჩვენ გვჭირდება, მკვეთრად შევზღუდოთ გაცემული ვიზების რაოდენობა, უპირველეს ყოვლისა ტურისტული ვიზების, რათა შევამციროთ რუსეთის მოქალაქეების ნაკადი ევროკავშირსა და შენგენის ზონაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის ოთხი ქვეყანა ხაზს უსვამს, რომ ეს ნაბიჯი უნდა შეიცავდეს გამონაკლისებს “დისიდენტებისთვის, ისევე როგორც სხვა ჰუმანიტარული შემთხვევებისთვის”.

„სანამ ასეთი ზომების მიღება ევროკავშირის დონეზე მოხდება, ჩვენ განვიხილავთ ეროვნულ დონეზე ვიზების აკრძალვის დროებითი ზომების შემოღებას ან საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვას რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის ვიზა აქვთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

209 ნახვა
desktop
mobile catfish