პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დრო, დეპუტატების განცხადებებს დაეთმობა.

მიმდინარე კვირა საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ დატვირთულია. დეპუტატებმა ხუთი ინსტიტუტის ანგარიში უნდა მოისმინონ, მათ შორის: კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, საზოგადოებრივი მაუწყებლის და გასული წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

საშემოდგომო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა , პრეზიდენტის ვეტო იქნება. მმართველი გუნდი ვეტოს დასაძლევად ემზადება.

1,247 ნახვა
desktop
mobile catfish