ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად კვებისთვის თანხა არ ჰქონდა – NDI

,,

ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა”,- ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია აღნიშნული.

გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე აწუხებს.

„ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა. ამასთანავე, მოსახლეობა ფიქრობს, რომ კრიმინალთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა. მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით არ იცვლება, რაც პარტიებისთვის თანამშრომლობისა და საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის სტიმული უნდა გახდეს. მომავალზე საუბრისას, მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას (66 პროცენტი), პრორუსული ძალების გააქტიურებას (58 პროცენტი), რუსულ სამხედრო აგრესიას (49 პროცენტი) და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას (44 პროცენტი) ელის. NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

140 ნახვა
desktop
mobile catfish