შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პარლამენტის მიმდებარედ, აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ

პარლამენტის მიმდებარედ, კერძოდ, ცხრა აპრილის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ,რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ.

აქციაზე, 9 აპრილის ქუჩის მხარეს, ისმის წყლის ჭავლის მანქანის სირენების ხმა და მობილიზებულია სპეცრაზმი.

მოქალაქეებს პოლიციის კორდონი პარლამენტთან მიახლოების საშუალებას კვლავ არ აძლევს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ დაიშლებიან და მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებენ.