ლარსზე ბოლო დღეებში შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა – შს მინისტრი

ლარსზე ბოლო 5 დღეში შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა – ამის შესახებ შსს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გომელაურმა უარყო ინფორმაცია ქვეყანაში 250 000 რუსეთის მოქალაქის შემოსვლის შესახებ და თქვა, რომ მათი რაოდენობა 10 ათასამდე ანუ, 40-45%-მდე გაიზარდა.

„საქართველოში 250 000 რუსეთის მოქალაქის შემოსვლა არასწორი ინფორმაციაა, ტყუილი, საიდან მოდის ეს სტატისტიკა მე არ ვიცი. 4-5 დღის წინ 5-6 ათას ადამიანამდე იყო შემომსვლელი და ახლა 10 ათასამდე გაიზარდა, ანუ სადღაც 40-45%-ით მოიმატა და არა 250 000 და 2 მლნ, რაც არასწორი ინფორმაციაა.

გუშინ წინ 11 200 ადამიანი იყო, ხოლო გუშინ ღამე 10 000-მდე ადამიანი იყო. გასვლით შემომსვლელთა დაახლოებით 60% გადის. ზაფხულში – აგვისტოში იყვნენ ტურისტები.

მობილიზაციის გამოცხადებამდე დღიურად 5 500 ადამიანი შემოდიოდა, დღეს 5 დღის შემდეგ ეს რიცხვი 11 000-მდე გაიზარდა, ხვალ და ზეგ ეს რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

რაც შეეხება ავიარეისებით შემომსვლელთა რიცხვს, საჰაერო გზით საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანი შემოდის“, – განაცხადა გომელაურმა.

125 ნახვა
desktop
mobile catfish