თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არ აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არ აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას.

„თურქეთს არ უღიარებია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წელს გამართული უკანონო რეფერენდუმის საფუძველზე. ჩვენ გამოვუცხადეთ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. შესაბამისად, უარვყოფთ რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის რეგიონების – დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიის შესახებ. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დადგენილი პრინციპების უხეშ დარღვევას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ამ ომის მოლაპარაკებების გზის დასრულებისკენ“, – აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში.

კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიას მოაწერა ხელი.

160 ნახვა
desktop
mobile catfish