თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.
სამართალდამცველები ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ბინაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
პოლიციამ წასვლის წინ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია.