რამდენი ლარით გაიზრდება ასაკობრივი პენსია კატეგორიების მიხედვით – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, რამდენი ლარით გაიზრდება ასაკობრივი პენსია კატეგორიების მიხედვით.„70 წელს გადაცილებულებს ეზრდებათ 65 ლარით და მათი პენსია იქნება 365 ლარი, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 35 ლარით მოემატებათ და იქნება 295 ლარი, პირველი ჯგუფის შშმ პირებს 65 ლარით ეზრდებათ და ექნებათ 340 ლარი, ხოლო მეორე და მესამე ჯგუფს 35 ლარით და ექნებათ 155 და 135 ლარი. მაღალმთიან რეგიონებში პენსიის 20%-იანი ზრდაა და საშუალოდ ექნებათ 440 ლარი“, – განაცხადა აზარაშვილმა.

704 ნახვა
desktop
mobile catfish