ხვალ, დედაქალაქში, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ორი მსვლელობაა დაგეგმილი. კერძოდ, 19:00 საათზე, მოქალაქეები თსუ-ის პირველი კორპუსიდან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველი შენობიდან დაიწყებენ მსვლელობას.
20:00 საათიდან მოქალაქეები შეიკრიბებიან პარლამენტთან.
როგორც ცნობილია, აქციას შეუერთდებიან პროფესორ-მასწავლებლები. აღნიშნული განცხადება მათ, სიმბოლურად სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გააკეთეს. აქცია-მსვლელობას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უერთდებიან.