პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
2 საათის წინ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს

4 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება, სადაც კომისია განიხილავს და დაამტკიცებს დასკვნის პროექტს, რომელსაც საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასკვნითი სხდომა საქართველოს პარლამენტში 11:00 საათზე გაიმართება.

„4 აგვისტოს, 11:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა.

სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა. კომისია თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა.

დროებით საგამოძიებო კომისიას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. კომისიაში ოპოზიციის სტატუსით წარმოდგენილი არიან დეპუტატები: - სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი და ილია ინჯია, ხოლო ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" - თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ქადაგიშვილი და ალუდა ღუდუშაური.

აღნიშნულ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები