ქედაში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულებიც

ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი, გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა. დაშავებულთაგან ორი მცირეწლოვანია.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა რომელმაც დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა. ნაწილი მათ შორის მცირეწლოვანები მკურნალობას ქედის კლინიკაში გადიან. მედიკოსების ინფორმაციით დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი დაეჯახა. მიკროავტობუსში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა. ამ წუთას ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.რა გახდს ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს.

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლი.

317 ნახვა
desktop
mobile catfish