პოლიტიკა

ნიკოლოზ ჯავახიშვილი - "მივმართავ "ქოც-რუსებს": შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ, დათმეთ ძალაუფლება, ან ნებითა თქვენითა, ან ძალითა ჩვენითა".   გასული წლის საპროტესტო აქციებზე დაკავებული, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული, ნიკოლოზ ჯავახიშვილი წერილს აქვეყნებს.
11 წუთის წინ

ნიკოლოზ ჯავახიშვილი - "მივმართავ "ქოც-რუსებს": შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ, დათმეთ ძალაუფლება, ან ნებითა თქვენითა, ან ძალითა ჩვენითა".   გასული წლის საპროტესტო აქციებზე დაკავებული, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული, ნიკოლოზ ჯავახიშვილი წერილს აქვეყნებს.

ჯავახიშვილი წერილში საპატიმროში არსებულ მდგომარეობაზე წერს, ასევე, შეწყალების საკითხზე საუბრობს და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, რომ „შეწყალების ფურცელი დაკეცონ და ჯიბეში ჩაიდონ".

„ამ ტექსტის დაწერა და რაღაცების ჩამატება უკვე მესამედ მიწევს, ვეცდები მოკლედ გითხრათ, თუ რა ხდება ციხეში. გუშინ 7 იანვარს, როცა დასარეკად გამოვედი, დავურეკე მარიზი დეიდას, ვიცოდი პირდაპირ ეთერში უნდა მელაპარაკა, როცა ვთქვი “ახლა გისოსებიდან გიყურებთ და რა კარგები ხართ", გამათიშინეს და დამაბრუნეს საკანში, შემდეგ მთელი დღე არ დაგვარეკინეს. ეს ყველაფერი ემსახურებოდა გუშინდელ დღესთან დაკავშირებულ მოვლენებს, მაგალითად ეგრეთ წოდებული ციხის წესები, ფურცლის ფრიალი, სანთლის ანთება, დროშის ფრიალი, ხმამაღალი საუბარი საკნიდან. საღამოს პენიტენციალური სამსახურის თანამშრომელთანაც გვქონდა კამათი, იმის გამო, რომ ვეუბნებოდით, რომ უსამართლოდ გვექცევა, ეს არის პირდაპირი შევიწროება. მივმართავ რამაზ ფირცხალავას შეგვხვდეს ამ განცხადების შემდეგ მაინც, უკვე 17 წერილობითი განცხადება გვაქვს გაგზავნილი შეხვედრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში ტელეფონი გამათიშინეს, რომ ჩემი ხმა არ მიმეწვდინა თანამებრძოლებისთვის. კარგად დაიმახსოვრეთ, სანამ ციხეში უსამართლოდ გამომკეტავდით არც მაშინ გავჩერებულვარ და არც ახლა ვაპირებ გაჩერებას, ვერ გაგვაჩუმებთ, ცეცხლი ოლიგარქიას. ახლა კი იმას წაგიკითხავთ, რისი თქმაც ეთერში მინდოდა გუშინ:

“ახლა გისოსებიდან გიყურებთ და ნეტა იცოდეთ რა კარგები ხართ, ყველა ქმედების გამო შეიძლება დაგვშალონ და ცალ-ცალკე საკნებში გადაგვიყვანონ, გიხდით დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის და გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს წელი ყოფილიყოს დაუმორჩილებლობის და გამარჯვების წელი, ორიოდ სიტყვით მივმართავ ქოც-რუსებს - ეგ შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ, დათმეთ ძალაუფლება ან ნებითა თქვენითა, ან ძალითა ჩვენითა. როგორც მადუროს რეჟიმი დაემხო, დაე ისე დაემხოს ბიძინას რეჟიმი. მთავარია გვახსოვდეს „ქოცებმა“ რა დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, გვახსოვდეს, რომ ქიმიური იარაღით მოგვწამლეს და გვახსოვდეს, რომ ფიცი გვაქვს ნათქვამი. მოკითხვა და დიდი სიყვარული 38-ე საკნიდან, მალე თავისუფლებაზე და გამარჯვებულები, სიყვარულით 38-ე საკანი”, - წერს ჯავახიშვილი წერილში, რომელიც რეზო კიკნაძის "ფეისბუქ" გვერდზე ვრცელდება.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები