მთავრობა კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტის ანაზღაურებას აორმაგებს

მთავრობა კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტულ შვებულების დახმარებას ზრდის – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტზე საუბრისას გააცხადა.

მისი თქმით, კერძო სექტორში დასაქმებულები 2023 წლიდან დეკრეტული შვებულების დროს სახელმწიფოსგან 1000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარს მიიღებენ.

„დეკრეტული შვებულების საკითხი საკმაოდ პრობლემატური იყო, პარლამენტშიც მთხოვეს საკითხის გადაწყვეტა, მქონდა ამის შესახებ საუბარი და კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება გაორმაგება გადავწყვიტეთ. პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი იქნება. ჩვენ მანამდე სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები სრულ ხელფასს მიიღებენ“, – განაცხადა პრემიერმა.

181 ნახვა
desktop
mobile catfish