გრიპის უფასო ვაქცინაცია 10 დეკემბრამდე გაგრძელდება

ინფორმაცია On.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გრიპზე უფასო ვაქცინაციის ვადა 30 ნოემბერს ამოიწურა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 10 დეკმებრამდე გახანგრძლივდა.

  • ვაქცინაცია სეზონური გრიპის პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი გზაა.
  • ვაქცინები მზადდება ზუსტად იმ შტამების საწინააღმდეგოდ, რომელთა ცირკულაციასაც სეზონურად ელოდებიან.
  • აცრა ადამიანებს გრიპის მძიმე გართულებებისგან იცავს.

დეტალები: ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ნებისმიერ მსურველს 6 თვის ასაკიდან 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში უფასოდ შეეძლება.

  • “იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის”, — ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
  • დაწესებულებების სია, სადაც აცრის ჩატარებას შეძლებთ, შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.

როგორც წესი, გრიპის ვაქცინა მხოლოდ რისკჯგუფებისთვისააა უფასო, დანარჩენი მოქალაქეებისთვის კი 60-70 ლარი ღირს.

125 ნახვა
desktop
mobile catfish