პოლიტიკა

ჩვენ, ესტონეთის თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები - მსახიობები, რეჟისორები, დრამატურგები, თეატრის მუშაკები და კულტურული ორგანიზაციები - ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქართველ კოლეგას, ანდრო ჭიჭინაძეს და მის თანმხლებ პირებს, - ამის შესახებ აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ესტონეთის თეატრალური საზოგადოება ავრცელებს.
51 წამის წინ

„ჩვენი ინფორმაციით, ანდრო ჭიჭინაძეს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მისი სასამართლო პროცესი არ აკმაყოფილებდა სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს და რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ის 2024 წლის დეკემბერში დააკავეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის და სხვა მომიტინგეებთან ერთად დამნაშავედ ცნეს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“, - აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.

ესტონეთის თეატრალური საზოგადოების განცხადებით, ხელოვანების დასჯა სამოქალაქო პოზიციის მშვიდობიანად გამოხატვისთვის ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსა და შემოქმედებითი თავისუფლების პრინციპებს.

„შეშფოთებით ვაკვირდებით, რომ მისმა რამდენიმე კოლეგამ თეატრი დატოვა ცენზურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფი მისი კოლეგის მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხსნეს. ეს აჩვენებს, რომ ზეწოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ინდივიდით, არამედ გავლენას ახდენს მთელ თეატრალურ საზოგადოებაზე და, უფრო ფართოდ, გამოხატვის თავისუფლებაზე. თეატრი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც საზოგადოებას შეუძლია საკუთარ თავზე დაფიქრდეს, დასვას კითხვები და მიმართოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ხელოვანების დასჯა სამოქალაქო პოზიციის მშვიდობიანად გამოხატვისთვის ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსა და შემოქმედებითი თავისუფლების პრინციპებს.

ესტონეთის თეატრალური საზოგადოება, რომელმაც თავად განიცადა ჩაგვრის სხვადასხვა ისტორიული მექანიზმი, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩვენი კოლეგების მხარდაჭერას იმ სიტუაციებში, როდესაც შემოქმედებითი თავისუფლება და ფუნდამენტური უფლებები საფრთხის ქვეშაა. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განვიხილავთ, როგორც გამაფრთხილებელ მაგალითს იმისა, თუ რამდენად მყიფე შეიძლება იყოს შემოქმედებითი და სამოქალაქო თავისუფლებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ესტონეთის თეატრალური საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებას ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო პროცესი, პატივი სცეს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას და გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე და სხვა პირები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის არიან დაპატიმრებულები. სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ქართველ ხელოვანს, რომლებიც ზეწოლის ქვეშ არიან და ვადასტურებთ, რომ მათი ხმა არ დარჩება უყურადღებოდ საერთაშორისო თეატრალურ საზოგადოებაში“, - აღნიშნულია მიმართვაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ესტონეთის თეატრალური კავშირი, ესტონეთის მსახიობთა ასოციაცია, ესტონელი სცენოგრაფების ასოციაცია, ესტონეთის რეჟისორების და დრამატურგების კავშირი, ესტონეთის თეატრალური სააგენტო და ესტონეთის საშემსრულებლო ხელოვნების ინსტიტუტების ასოციაცია.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები