პოლიტიკა

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
15 წუთის წინ

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

„სისხლის სამართლის კოდექსსა” და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავენ. საკანონმდებლო პაკეტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვა და მიღება 16 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია - ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება - ორ წლამდე ვადით.

გარდა ამისა, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან მის კანონიერ განკარგულებას არ დაემორჩილება.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები