ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია არღვევენ კანონს და არ გვაწვდიან საჯარო ინფორმაციას.
ისინი ტელეკომპანია "იმედს" 40-მილიონიანი დავალიანების გადახდას არ სთხოვენ,
ხოლო "თრიალეთს" 50-ჯერ ნაკლები დავალიანების გამო ასანქცირებენ.
ფინანსთა სამინისტრო აშკარად არღვევს თანასწორობის პრინციპს,
ახორციელებს მიზანმიმართულ ზეწოლას "თრიალეთზე"
და პოლიტიკური დაკვეთით ცდილობს მის დახურვას.