თეა წულუკიანი სააკაშვილზე: პატიმარმა უნდა შეცვალოს ქცევა, გამოიყენოს ყველა პროფესიის პროფესიონალის დახმარება, მათ შორის ფსიქოლოგის, თუ საჭიროა ფსიქიატრისაც და შეეგუოს სასჯელს

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეცვალოს ქცევა და შეეგუოს სასჯელს.

მისი თქმით, სააკაშვილმა უნდა გამოიყენოს ყველა პროფესიის პროფესიონალის დახმარება, მათ შორის ფსიქოლოგის და თუ საჭიროა ფსიქიატრისაც.

„პატიმარმა უნდა შეცვალოს ქცევა, გამოიყენოს ყველა პროფესიის პროფესიონალის დახმარება, მათ შორის ფსიქოლოგის, თუ საჭიროა ფსიქიატრისაც და შეეგუოს სასჯელს. კანონში ასე წერია, რომ დააშავებ, შემდეგ მოგისჯიან და სასჯელი არის მოსახდელი. ეს მარტივი ანა-ბანაა, რომელსაც უნივერსიტეტების პირველ ფაკულტეტებზე ასწავლიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

169 ნახვა
desktop
mobile catfish