„გამოძიება, გამოძიება გეტყვით ყველაფერს, მე ვერ გეტყვით“, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ყოფილი თანაგუნდელის სახლების ჩხრეკასა და მის შესაძლო დაკავებაზე დასმულ კითხვებს.
„მე კითხვები მქონდა, დავსვი და მივიღე პასუხები... მე მაქვს პასუხები, მაგრამ თქვენ ვერ გეტყვით. გამოძიებამ უნდა გაგცეთ ყველაფერზე პასუხი. მე უფლება არ მაქვს“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
შემდეგ, ამ საკითხზე დასმულ არაერთ კითხვაზე გაიმეორა: „პასუხი მაქვს, მაგრამ არა თქვენთვის... მე განა არ ვიცი რაღაცები, ყველაფერი ვიცი, მაგრამ გამოძიებამ უნდა გაგცეთ კითხვებზე პასუხი“.