აშშ უკრაინას 2.17 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 2.17 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უფრო შორ მანძილზე (144 კილომეტრი) მოქმედ რაკეტებს მოიცავს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას 29 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

149 ნახვა
desktop
mobile catfish