დიმიტრი მედვედევი – ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ყირიმზე კიევის თავდასხმების შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება.

„ამ შემთხვევაში მოლაპარაკებები არ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები. მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება“, – უპასუხა მედვედევმა კითხვაზე, აიძულებს თუ არა ყირიმზე დარტყმები რუსეთს, უკრაინასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

ამასთან, მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვი, საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, მზადაა ყველა სახის იარაღი გამოიყენოს.

„ჩვენ არ ვუწესებთ საკუთარ თავს შეზღუდვებს და, საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა სახის იარაღი ჩვენი დოქტრინალური დოკუმენტების შესაბამისად, ბირთვული შეკავების საფუძვლების ჩათვლით. გარწმუნებთ, რომ პასუხი იქნება სწრაფი, მკაცრი და დამაჯერებელი”, – აღნიშნა მედვედევმა.

204 ნახვა
desktop
mobile catfish