სიმართლეა, რომ რუსეთს ბევრი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მისი ჯარები სხვადასხვა ნაწილში არიან განლაგებული, როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მოლდოვას. ნათელი იქნება, რომ გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ისინი გაიყვანენ ძალებს ყველა იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც ამჟამად იმყოფებიან, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას, რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრისას ეხებოდა თუ არა მისი იდეა და წინადადებები რუსეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის საქართველოდან გაყვანას.
„რა თქმა უნდა, ზოგი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არარეალურია, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულახდილები, რუსული მხარის მოთხოვნები საერთოდ არარეალურია. ისინი ითხოვენ ტერიტორიებს, რომლებიც სამხედრო გზითაც კი არ დაუპყრიათ, დიპლომატიური გზით. ასე რომ, ეს კეთდება იმისათვის, რომ მოლაპარაკებების სიტუაცია ოდნავ დაბალანსდეს და ყურადღება რეალურად გადატანილ იქნას პრობლემაზე, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი აგრძელებს თავის მეზობლებზე თავდასხმას“, - აღნიშნა კალასმა.